რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 25 წლის მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული საქართველოს 25 წლის მოქალაქე, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს. ახალგაზრდის დაკავების შესახებ ინფორმაცია, ოსურმა მედიამ გაავრცელა.

“აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ “უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...