რუსი დეპუტატი “ეუთოში”: ქართველი ხალხი მადლობელი უნდა იყოს, მათი განადგურება რომ არ დავუშვით (ვიდეო)

ევროპის ესაფრთხოების და უშიშროების (ეუთო) გენერალური ასმბლეის პოლიტიკური საკითხების და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს მიერ მომზადებული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების ამსახველი დოკუმენტი განიხილა.

“აიპრესი” გთავაზობთ განხილვის მონაწილე რუსეთის დეპუტაციის წევრის, ნიკოლაი ივანეს ძე რიჟაკის გამოსვლის სრულ ტექსტს. სტილი მაქსიმალურად ზუსტადაა დაცული.

“მე მინდოდა მეთქვა და დამებრუნებინა ყველა დამსწრე იმ მომენტებთან, რომლებიც ამ ტრაგიკული ინციდენტისას სასხლეტის გამომკვრელები იყვნენ. მე კიდევ ერთხელ მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგის, ბატონ სლუცკის გამოსვლას, რომელმაც თქვა, რომ სწორედ ღამით, ღამე, ბანდიტურად, ათასი ზალპით გახსნეს ცეცხლი მრავალტანჯული სამხრეთ ოსეთის მიწის დედაქალაქებზე, დასახლებულ პუნქტებზე. დაიღუპნენ ადამიანები, დაიღუპნენ დიდი რაოდენობით ჩვენი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც თავიანთი ფუნქციების რეალიზაციას გაეროს მანდატის შესაბამისად ახდენდნენ. ეს იყო უმძიმესი დანაშაული, რომელიც უკვე საერთაშორისო ხასიათის გახდა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის სარკოზის შუამავლობით რუსეთი იძულებული იყო დაეცვა ეს მოქალაქეები და განეხორციელებინა საქართველოს მშვიდობაზე იძულების ოპერაცია. დედაქალაქიდან 40 კმ-ში რუსეთის ჯარები მაშინ იქნა შეჩერებული, როცა უკვე პრეზიდენტი გარბოდა თავისი დედაქალაქიდან.

ქართველი ხალხი იქ მადლობელი უნდა იყოს, რომ ჩვენ უკვე ქართველი ხალხის განადგურება არ დავუშვით. თქვენ ხვდებით რა შეიძლებოდა იქ მომხდარიყო? შეიძლებოდა დაწყებულიყო სამოქალაქო ძმათამკვლელი ომი. რუსეთი, როგორც მშვიდობისმყოფელი გამოვიდა. დაიცვა ორივე მხარე კონფლიქტის და ახლა ის იძულებულია ისმინოს თავის მისამართით ეს დაუსაბუთებელი, უნიადაგო ბრალდებები. ამიტომ მე მოგიწოდებთ, მოდით მიუკერძოებლად, ცივი გონებით, კიდევ განვიხილოთ ამ კონფლიქტის ყველა დეტალი და ყველაფერი გავაკეთოდ რომ ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში ხალხებმა მშვიდობაში და კეთილდღეობაში იცხოვრონ.

“აიპრესის” ცნობა: ნიკოლაი ივანეს ძე რიჟაკი დაბადებული 1945 წელს ბავშვობის წლები გერმანიაში ცხოვრობდა, სიჭაბუკის წლებში უკრაინაში. 1968 წელს დაამთავრა კიევის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის უმაღლესი საინჟინრო რადიოტექნიკური სასწავლებელი, 1972 წლს ნოვოსიბირსკის სუს-ის სკოლა, 1986 წელს ძერჟინსკის სახელობის სუს-ის უმაღლესი სკოლა. 1972-1991 წლებში მუშაობდა სუს-ის სტრუქტურებში მოსკოვში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ნოვოსიბირსკში, არხანგელსკში, გერმანიაში. იყო სუსის მე-ე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1994-2000 წლებში იყო პრეზიდენტის აპარატში განყოფილების უფროსი. შემდეგ ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის ფედერალური სამსახურის კადრებით უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.2016 წლიდან რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატია. არჩეულია “სამართლიანი რუსეთის” პარტიული სიით კემეროვის ოლქიდან.

 

რუსი დეპუტატის გამოსვლა იხილეთ აქ: (56:00 -დან  – 59:00 წუთამდე)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...