რუსეთში კვლავ ტყის ხანძარი მძვინვარებს- შამანები წვიმის წამოსვლისთვის რიტუალის ჩატარებას გეგმავენ

ბურიათიის, ზაბაიკალისა და ირკუტსკის ოლქებიდან დაახლოებით 40 შამანი რიტუალს ჩაატარებს, რათა ციმბირში წვიმის წამოსვლა ისურვონ, სადაც ფართომასშტაბიანი ტყის ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ სააგენტო TASS- ს შამანთა რეგიონთაშორისი ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ბაირ ცირენდორჟიევმა განუცხადა.

შეხვედრა 4 აგვისტოს, ბაიკალის კუნძულ ოლხონში გაიმართება.
”ახლა ჩვენ ვადგენთ იმ ადგილებს, სადაც ტყეები იწვის”, – განაცხადა მან.
სამშაბათს, 30 ივლისს, ბუდისტმა მღვდლებმა განაცხადეს, რომ ისინიც მზად არიან რიტუალები შეასრულონ, რათა წვიმის წამოსვლისთვის ილოცონ, მაგრამ ამისთვის “ხანძრების ზუსტი კოორდინატების ცოდნაა საჭირო”.

31 ივლისის მდგომარეობით, რუსეთში ტყის ხანძრების საერთო ფართობი სამ მილიონ ჰექტარამდე გაიზარდა. ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ყველაზე რთული ვითარება ირკუტსკის ოლქში (137 ხანძარი) და კრასნოიარსკის მხარეშია (94 ხანძარი). რეგიონის ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საგანგებო სიტაციების სამინისტროს თვითმფრინავები მონაწილეობენ. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კვამლმა ციმბირისა და ბაიკალის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, რის გამოც დასახლებების მაცხოვრებლებს ნიღბებს ურიგებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად