A1 ბანერი

რუსეთის ეკლესიის სინოდმა მსოფლიო საპატრიარქოს ეკლესიაში ლოცვებისთვის მრევლსაც სასჯელი დაუწესა

რუსეთის ეკლესიის სინოდმა მსოფლიო საპატრიარქოს ეკლესიაში ლოცვებისთვის თავის სასულიერო პირებს და მრევლს სასჯელი დაუწესა. ამის შესახებ სინოდის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

სინოდის გადაწყვეტილებით, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში მყოფ ეკლესიებში ლოცვისთვის სასულიერო პირებს სასჯელი დაეკისრება. მრევლი კი ვალდებულია, ამის შესახებ აღსარებაში თქვას.

აკრძალული ეკლესიის სიაში მოხვდა სტამბოლის ყველა მართლმადიდებლური ეკლესია. ამ სიაში მოხვდა საბერძნეთის ეკლესიები, მათ შორის ათონის მთაზე განლაგებულიც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილების შესახებ, მინსკში გამართული სინოდის სხდომის შემდეგ რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა. ეს ნაბიჯი რუსეთი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის იმ გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...