A1 ბანერი

რუსეთის ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს ათონის მთაზე ლოცვა აუკრძალა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესმდივანი ალექსანდრ ვოლკოვი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი მორწმუნეები ათონის მთაზე ტაძარში ლოცვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ ათონის მთა კონსტანტინოპოლის კანონიკური ტერიტორიაა.
ვოლკოვის განმარტებით, ეკლესიებს შორის ურთიერთობების შეცვლის გამო, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი ვერ შეძლებს ზიარების მიღებას ან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკლესიებში ღვთისმომსახურებაში მონაწილეობის მიღებას.
როგორც ROC- ს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კონსტანტინეპოლის კანონიკური ტერიტორია თურქეთი და საბერძნეთია, თურქეთში ექვსი ეპარქია, ათი მონასტერი და 30 რელიგიური სკოლაა.
მათი განმარტებით, ათონის მთას “კონსტანტინეპოლისგან პრაქტიკულად სრული ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა გააჩნია და მკაცრად ინარჩუნებს მის შიდა დამოუკიდებლობას.”

მეტროპოლიები და ეპარქიები არის ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, კორეაში, ჰონგ-კონგში, ახალ ზელანდიასა და სინგაპურში.

15 ოქტომბერს, სინოდის გადაწყვეტილებით, რუსეთის ეკლესიის სინოდმა მსოფლიო საპატრიარქოს ეკლესიაში ლოცვებისთვის თავის სასულიერო პირებს და მრევლს სასჯელი დაუწესა.
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში მყოფ ეკლესიებში ლოცვისთვის სასულიერო პირებს სასჯელი დაეკისრება. მრევლი კი ვალდებულია, ამის შესახებ აღსარებაში თქვას. აკრძალული ეკლესიის სიაში მოხვდა სტამბოლის ყველა მართლმადიდებლური ეკლესია. ამ სიაში მოხვდა საბერძნეთის ეკლესიები, მათ შორის ათონის მთაზე განლაგებულიც. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების შესახებ, მინსკში გამართული სინოდის სხდომის შემდეგ რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა. ეს ნაბიჯი რუსეთი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის იმ გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...