“რუსეთუმეებო ყარხართ, ძალა ევროპაში” – საპროტესტო აქცია ბათუმში

სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში ევროპის მოედანზე. არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების მონაწილეობას აპროტესტებს. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისია. მალხაზ ჭკადუაას განცხადებით ფაქტს უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება:

“სერგეი გავრილოვი აიღეს და დასვეს პარლამენტის სპიკერის სავარძელში. მე როგორც მოქალაქემ თავი ვიგრძენი შეურაცყოფილად. გავრილოვის პოზა იყო დამამცირებელი და შეურაცმყოფელი ქვეყნისთვის. ამას რათქმაუნდა ვაპროტესტებთ. გუშინ უკვე ცალსახა სიგნალი იყო უკრაინელი დეპუტატის პროტესი და ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი საქართველოსთვისაც. ჩვენ დღეს წითელ ხალიჩაზე გავატარეთ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი და დაუთმეთ ქართული პოლიტიკური ტრიბუნა. ეს არის უპატიებელი შეცდომა და დანაშაული ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ. უნდა მოჰყვეს აღნიშნულს მკაცრი ზომები,” – აცხადებს მალხაზ ჭკადუა.

დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...