ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთში 22,410 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი. ამის შესახებ ქვეყნის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბი იტყობინება.
პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ინფიცირების საერთო რაოდენობა 1 971 013-მდე გაიზარდა.
ეს ზედიზედ მეოთხე დღეა, როდესაც ქვეყანაში დღეში 22 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა მოსკოვში, სადაც ვირუსი 516,5 ათას ადამიანს აღმოაჩნდა. მეორე ადგილზეა მოსკოვის ოლქი – 97,4 ათასი ინფიცირებული, მესამეზეა პეტერბურგი 83,7 ათასი შემთხვევით.
ახლა 461,1 ათასი ადამიანი მკურნალობს რუსეთში, 1,4 მილიონი კი უკვე გამოჯანმრთელებულია.
ასევე, ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში 442 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა სიკვდილის 400 შემთხვევას, რომელიც 11 ნოემბერს დაფიქსირდა.