რუსეთში ვაქცინა “ბეტუვაქსის” ცდები იწყება

რუსეთის “ადამიანის ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტმა” კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის “ბეტუვაქსის” კლინიკური ცდების დაწყების შესახებ განაცხადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კვლევები 170 პაციენტზე ჩატარდება. მოხალისეები 28 დღეში ვაქცინების ორ დოზას მიიღებენ. პირველი 20 მონაწილე რეალურ პრეპარატს მიღებს, დანარჩენ ეტაპებზე კი პლაცებო იქნება გამოყენებული.

კლინიკურ ცდებში მონაწილეობას 18-დან 60-წლამდე 116 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ.

კომენტარები
იტვირთება...