რუსეთში, ხულიგნობისთვის დაკავებული პოლიციის განყოფილებაში ცხელი წყლით დაიწყვა და გარდაიცვალა

რუსეთში, კალინინიგრადის ოლქის ქალაქ კალინინგრადში 36 წლის მამაკაცი უაღრესად აღაშფოთა პოლიციელთა მიერ წვრილმან ხოლიგნობაში დადანაშაულებამ და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანამ.

პროტესტის სიტყვიერ ფორმებს ფიზიკური ქმედება მოჰყვა და დაკავებულმა კედელზე მიმაგრებული რადიატორი მოგლიჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ქაფქაფა წყლისგან მიღებული დამწვრობებით სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. – ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად