რუსეთში, ტომსკის ოლქში, ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ტომსკის ოლქის საგანგებო სიტუაციათა და სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ ტომსკის ოლქის ასინოვსკის რაიონში, დასახლება პრიჩულიმსკში მდებარე ერთსართულიან ხის სახლში, დღეს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაღუპული იყო 5 ადამიანი, შემდეგ მათი რაოდენობა ცხრამდე, ათამდე და ბოლოს უკვე თერთმეტამდე გაიზარდა.
 
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით შენობა იჯარით აქვს აღებული ჩინურ კომპანიას და მასში ცხოვრობდნენ ჩინეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის მოქალაქეები

მასალა პორტალ interfax.ru მიხედვით მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად