რუსეთში ჭირისუფლებს სხვისი ბებიის ცხედარი მისცეს, მაგრამ შეცვლაზე უარს ეუბნებიან

მოსკოვის ოლქის ქალაქ კოროლიოვში ადგილობრივი დაკრძალვის ბიუროს თანამრომლებმა ჭირისუფლებს სხვა ქალის გვამი მისცეს და შემდეგ შეეცადნენ მათ დარწმუნებას, რომ “მიცვალებულები უბრალოდ იცვლებიან (იგულისხმება გარეგნობის ცვლილება – “აიპრესი”)”

ლიდია ივანოვნა ვილჩიკი 100 წლის შესრულებამდე ნახევარი წლით ადრე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის შვილიშვილის შვილი სოცქსელში წერს, 10:30 საათზე მივიდნენ “კოროლიოვოს დამკრძალავ სახლთან”, სადაც ექსპერტიზის ჩატარების ადგილიდან უნდა გადაეტანათ მათი ბებიის ცხედარი. ვნახეთ, რომ “ჩვენ მიერ შეძენილ სასახლეში ჩვენი ბებიის ტანსაცმელით სხვისი ბებიაა. დამკრძალავი ბიურო გვიმტკიცებს, რომ ეს ჩვენი ბებიაა და მიცვალებულები უბრალოდ იცვლებიან. თუმცა ეს აშკარად ის არაა, სხვა სახეა, ჩვენსას მეჭეჭები ჰქონდა, ამ მიცვალებულს ერთიც არ აქვს, სხვანაირი ცხვირია. ეს ჩვენი ბებია არაა!”

ნათესავების მოთხოვნის საპასუხოდ, ჩატარებულიყო დნმ-ის ექსპერტიზა, მათი დაშინება სცადეს, განაცხადეს, რომ ამისთვის მიცვალებულის თითის მოჭრა იქნება საჭირო.

გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, მიცვალებულს, რომელზეც ეუბნებიან, რომ მათი ბებიაა, ბარძაყზე მიწერილი აქვს გვარი ტიმოშენკო.
საბოლოოდ ჭირუსუფლებმა გაარკვიეს, რომ მათი ბებია დასასაფლავებლად სხვებს გაატანეს, მაგრამ დამკრძალავი სახლის თანამშრომლებმა მათი ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი განუცხადეს.

ნათესავებმა პოლიციას მიმართეს დახმარებისთვის, პოლიციამ ძიება დაიწყო.

პორტალი mosregtoday.ru ამ დილით წერდა, სიტუაციაში თანდათან სიცხადე შედის. დამკრძალავი სახლის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, მიცვალებულები აერიათ ერთმანეთში, მაგრამ დადასტურებულად ამის თქმა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც დამკრძალავ სახლში მეორე ბებიის ნათესავები ამოცნობაზე მივლენ.

“ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავეები, ჩვენი არაფერი აგვრევია. გვამები აერიათ სადღაც წინა ეტაპზე. ჩვენ მივეცით ნათესავებს ის ცხედარი, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზიდან მოვიდა” – აცხადებს დამკრძალავი სახლის დირექტორის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად