რუსეთში სერიალ ”ჩერნობილის” შემქმნელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრას მოითხოვენ

პოლიტიკური პარტია “რუსეთის კომუნისტები” მოითხოვენ, რომ სერიალ “ჩერნობილის” შემქმნელებს რუსეთში შესვლა აეკრძალოთ. ინფორმაციას სააგენტო «Москва» ავრცელებს.

ასევე, პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სერიალ “ჩერნობილის” ავტორთა წინააღმდეგ „ ცილისწამების“ გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ სერიალის შემქმნელებმა რეალური ვითარება არაზუსტად ასახეს და ფაქტები დაამახინჯეს.

ისინი აღშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ სერიალში რუსი ხალხი ხშირად ნასვამ მდგომარეობაშია ნაჩვენები, ასევე კადრებში „ცინკის კუბო“ ჩანს.

პარტიის აღმასრულებელმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი შესაბამის მიმართვას როსკომნადზორსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავიან.

სერიალი ”ჩერნობილი” 2019 წელს გამოვიდა და უკვე ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. თუმცა, რუსეთში სერიალი დაიწუნეს და განაცხადეს, რომ ფაქტები არაზუსტადაა გადმოცემული.

სერიალი 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიას ეხება. ჩერნობილის კატასტროფა ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა იყო ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად