რუსეთში, საგზაო წესების ინტენსიურად დამრღვევ მძღოლებს, ავტომობილის კონფისკაცია ელით

რუსეთში ავტომობილის მძღოლები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების წესებს რეგულარულად არღვევენ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ და საგზაო პოლიციამ სპეციალურ „შავ სიაში“ შეიყვანოს. გარდა ამისა, საგზაო წესების ინტენსიურად დამრღვევ მძღოლებს, ავტომობილის კონფისკაცია ელოდებათ. ინფორმაციას პორტალი autonews.ru ავრცელებს.

ერთიანი მონაცემთა ბაზის შედგენის საკითხს, სადაც რუსები და უცხოელებიც იქნებიან, რუსეთის სახელმწიფო საავტომობილო ინსპექცია და სხვა შესაბამისი უწყებები აქტიურად განიხილავენ. საგზაო პოლიციას ჯერ არ გადაწყვეტილი არ აქვს, რამდენი იქნება ჯარიმა, მაგრამ უკვე შესთავაზა შეზღუდვები და ახალი სანქციების დაწესება იმ მძღოლებისთვის, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების წესებს მუდმივად არღვევენ.
მძღოლებს, რომლებიც „შავ სიაში“ იქნებიან, პირველ რიგში, ავტომობილის მოკლე ვადით გაქირავების სისტემის გამოყენება აეკრძალებათ. პოპულარულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა აეკრძალებათ არა მარტო სატრანსპორტო წესების დამრღვევ ადამიანებს, არამედ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებსაც ადრე მართვის მოწმობა ჩამოერთვათ.
საგზაო პოლიციის მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ავტომობილების გაქირავების კომპანიები შეძლებენ, რომ თავიანთი მომსახურება იმ ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რომლებიც წესებს იცავენ.

აღნიშნული წინადადება მას შემდეგ წარადგინეს, რაც რამდენიმე რეზონანსული უბედური შემთხვევა მოხდა. ძირითად შემთხვევაში მძღოლებს ავტომობილები ნაქირავები ჰქონდათ. რუსეთის შსს-ს ცნობით, გასულ წელს მოსკოვში ავტომობილის გაქირავების შემდეგ, 100 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ასეთ ავარიებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 145 კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...