რუსეთში, საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ აჩინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ზოია მასლენიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მან დასძინა, რომ რვა ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო 31 ამბულატორიულ მკურნალობას გადის. ადრე, 33 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
აფეთქებები აგვისტოს დასაწყისში, სოფელ კამენკას მახლობლად მდებარე სამხედრო საწყობში მოხდა. პირველი სერია 5 აგვისტოს მოხდა, ხოლო მეორე 9 აგვისტოს. ბოლოს, საწყობში ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა.

ხელისუფლებამ 13 აგვისტომდე საგანგებო რეჟიმი აამოქმედა. ახლომდებარე დასახლებებიდან კი მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა, მაგრამ შემდგომში ხელისუფლებამ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მისცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად