რუსეთში, ქუჩის სათვალთვალო კამერამ, ინკასატორებზე შეიარაღებული თავდასხმა დააფიქსირა (ვიდეო)

30 მაისს, დილის 8:12 საათზე, ქალაქ კრასნოიარსკში ინკასატორებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბანკის ოფისთან გაჩერებული ინკასაციის მანქანიდან ინკასატორების გადმოსვლის და ჩანთის გადმოტანისთანავე მათ ორი შეიარაღებული პირი ესხმის თავს. სროლის შედეგად ინკასატორები დაიჭრნენ, თავდასხმელებმა ფულით სავსე ჩანთა აიღეს, მათკენ უკუსვლით დაძრული მანქანისკენ გაიქცნენ, ჩადეს საბარგულში ჩანთა, ჩასხნდენ მანქანაში და სწრაფად დატოვეს შემთხვევის ადგილი.
 
ბანკი არ ასახელებს მძარცველების მიერ გატაცებული თანხის რაოდენობას. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩანთაში რამდენიმე მილიონი იყო. დაჭრილი ინკასატორები რეანიმაციაში იმყოფებიან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად