რუსეთში ქალი კაცებს საუნაში იწვევდა და იქ ნაცნობთან ერთად მათზე ძალადობდა

რუსეთში ნაბერეჟნიე ჩელნიში, 39 წლის ქალი თავის ნაცნობ მამაკაცთან ერთად ძალადობდა უცნობებზე საუნაში, შემდეგ კი შანტაჟს ახორციელებდა და აიძულებდა მათ თანხის გადახდას.

საზედამხედველო უწყების ცნობით, ქალი მსხვერპლს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებდა და შერჩეულ პირს ერთად დროს გასატარებლად საუნაში ეპატიჟებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ მათთან შედიოდა ქალის ნაცნობი მამაკაცი. ორივე ერთად მსხვერპლს აკავებდა, ძალადობდა მასზე და მომხდარს ვიდეოზე იღებდა. ამის შემდეგ კი მასზე შანტაჟს ახორციელებდნენ და ფულს სძალავდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად