რუსეთში პირბადეების ტარების საყოველთაო რეჟიმი გამოცხადდა

როსპოტრებნადზორმა დაადგინა, რომ რუსეთის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს მოეთხოვება პირბადეების ტარება საზოგადოებრივ ადგილებში – ტაქსებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგომებზე, ლიფტებში და სხვა.

გარდა ამისა, 23:00 საათიდან 06:00 საათამდე აიკრძალება გასართობი და კვების მომსახურება. ამრიგად, ბარებში, კაფეებში, რესტორნებსა და კლუბებში სამუშაო დრო შეიცვლება.

ასევე, დოკუმენტის თანახმად, გაძლიერდება სადეზინფექციო რეჟიმი.

დეპარტამენტის განკარგულება ძალაში შედის 28 ოქტომბრიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად