რუსეთში პენსიონერი სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადავარდა და ვერავინ შენიშნა

“რია ნოვოსტი” იუწყება, რომ შემთხვევა ლიპეცკის ოლქში, ლიპეცკ-ხლევნოეს გზის 29-ე კილომეტრზე მოხდა.

ქალი თავდაპირველად რაიონულ სააადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ ინსულტზე ეჭვის გამო გადაწყვიტეს მისი ლიპეცკის საოლქო საავადმყოფოში გადაყვანა. ლიპეცკში დიაგნოზი გადაამოწმეს და პენსიონერი უკან გაამგზავრეს. რაიონულ სავადმყოფოში მისვლისას სასწრაფოში პენსიონერი ვეღარ ნახეს და მის მოსაძებნად დაბრუნდნენ. მალე ნახეს კიდეც: სასწრაფოდან გადმოვარდნის შედეგად ყბის და ბარძაყის მოტეხილობის მქონე პენსიონერის დახმარებას პოლიციელები ცდილობდნენ.

“პენსიონერის თხოვნას, დახმარებოდნენ მას, ფელდშერმა უხეშად უპასუხა, რომ დაწყნარებულიყო. ქალმა წამოჯდა და კარის საგდულს მიეყუდა, ის კი რაზაზე ჩაკეტილი არ აღმოჩნდა, გაიღო და ქალი ტრასაზე გადავარდა”, – განუმარტეს ჟურნალისტებს პროკურატურაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად