რუსეთში, პანდემიით დაზარალებული დარგების ჩამონათვალში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები შეიყვანეს

რუსეთის მთავრობის პრესს-სამსახური აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კორონავირუსის გავრცელებით ყველაზე დაზარალებული დარგების ჩამონათვალში შეიყვანა

სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ წიგნების, გაზეთების ჟურნალების, პერიოდიკის გამომცემლები, ტელეკომპანიები და რადიოსადგურები, ონლაინ გამოცემები, საინფორმაციო სააგენტოები. ჩამონათვალში შეტანილია აგრეთვე გაზეთების ბეჭდვა.

“ახლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი უაღრესად მნიშვნელოვანია: მოქალაქეებმა ოპერატიული და უტყუარი ინფორმაცია უნდა მიიღონ მიმდინარე მოვლენების შესახებ”, – აცხადებს  მიხეილ მიშუსტინი.

პრესს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირდა შემოსავლები რეკლამიდან, წიგნების გაყიდვიდან, პრესიდან, პერიოდიკაზე ხელმოწერიდან. განსაკუთრებით დაზარალდნენ მცირე ზომის კომპანიები რეგიონებში და მთავრობაში, დარგის მხარდაჭერის თხოვნით, ბევრი მიმართვაა მიღებული.

“მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებითაც რუსული მედია შეძლებს სარგებლობას, ითვალისწინებენ ნახევარი წლით გადასახადების (გარდა დღგ-ს) გადავადებას, აგრეთვე სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოყენებისას ქირავნობის გადახდებზე, უპროცენტო კრედიტებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის და ხელფასების გასაცემად, შეღავათიან კრედიტებს 2%-იანი განაკვეთით ნებისმიერ მიზნისათვის, მორატორიუმს ბანკროტობაზე, გეგმურ და არაგეგმურ შემოწმობებზე”

დაზარალებული დარგების სადაზღვევო საწევრო მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის დამატებით გათვალისწინებულია სადაზღვევო შესატანების გადახდების გადავადება თუ თანამშრომელთა ხელფასები შრომის ანაზღაურების მინიმალურ რაოდენობაზე მეტია, ვადაგადაცილებული გადასახადების რესტრუქტურიზაცია ერთი წლის ვადით, ყოველთვიური თანაბარი დაფარვით.
გარდა ამისა, შესაძლებელია პირდაპირი სუბსიდიების და გრანტების მიღება შრომის ანაზღაურებისთვის და კომუნალური მომსახურების ვალების გადასახდელად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად