რუსეთში, ნავალნის მხარდამჭერი აქციების მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მის მხარდასაჭერად გამართული აქციები მოჰყვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დაპატიმრებას მის მხარდამჭერთა მიტინგები მოჰყვა.

მიტინგები რუსეთის არაერთ ქალაქში გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, რუსი სამართალდამცავები ნავალნის მხარდამჭერებს აქციის ჩატარებაში ხელს უშლიდნენ, რასაც რამდენიმე ქალაქში, კერძოდ, მოსკოვში, სანკ-პეტერბურში და ვლადივოსტოკში მოჰყვა აქციის მონაწილეთა მხრიდან პოლიციელებზე თავდამსხმები მოჰყვა.

სოციალური ქსელებით პოლიციელებზე თავდასხმის რამდენიმე ვიდეო ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით 40-მდე პოლიციელია დაშავებული.

უფლებადამცველთა პორტალ ovdinfo.org-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, როსტოვში, გელენჯიკში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში და რუსეთის სხვა ქალაქებში ნავალნის მხარდამჭერი აქციების 2800 მონაწილეა დაკავებული. დაკავებულთა თითქმის ნახევარი მოსკოვზე (952 დაკავებული) და სანქტ-პეტერბურგზე (374 დაკავებული) მოდის.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად