რუსეთში, მაღაროში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა – 46 მაღაროელი კვლავ მიწის ქვეშაა

წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა აფეთქების შედეგად, რომელიც გამოიწვია რუსეთში, კემეროვოს ოლქში, კუზბასში მდებარე “ლისტიაჟნაიას” ქვანახშირის მაღაროში გაჩენილმა ხანძარმა, 46 მაღაროელი კვლავ მიწის ქვეშ რჩება – აცხადებენ ოფიციალური პირები.

კემეროვოს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ცივილევის თქმით, მაღაროში დარჩენილებთან კომუნიკაციის დამყარება არ ხერხდება. იუწყებიან, რომ მაშველები სამუშაოს აწარმოებენ, მაგრამ მაღაროელებამდე ვერ ჩადიან, მძიმე გამონაბოლქვის გამო.

“ლისტიაჟნაიას” მაღაროდან 239 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ექიმების ცნობით, ხუთი პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

ხანძრის გაჩენის დროს მაღაროში სულ მცირე 285 ადამიანი იმყოფებოდა – აცხადებს მაღაროს მფლობელი SDS-Ugol-ი, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქვანახშირის კომპანია.

კომენტარები
იტვირთება...