რუსეთში, კორონავირუსით ყველაზე დაზარალებულ რეგიონებს შორის ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და დაღესტანი გამოირჩევიან

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 855 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 129-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 458649 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 3 125-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 197 კაცი გარდაიცვალა, 53-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 5 725 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,25%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 39,0

კორონავირუსისგან განკურნებულია 221 388 კაცი – ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 48,27%-ია.

სულ, ჩატარებული ტესტების რაოდენობა არის 12 388 968 – ყოველ მილიონ მცხოვრებზე 84 425

“აიპრესმა” გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ცალკე ამოკრიფა რუსეთის ფედერაციის იმ რეგიონების მონაცემები, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებიან და ამ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობები მოსახლეობის რიცხოვნობის შესაბამისად დაიანგარიშა.

გათვლის შედეგების შედარება როგორც რუსეთის, ისე მსოფლიო საშუალო დონეებთან გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში და ინგუშეთში, სადაც მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობები ბევრად მაღალია.

რუსეთი

ინფიცირებული – 458 649 → 3 125 ყოველ მილიონზე

მათ შორის:

დაღესტანი – 5 743 ინფიც. → 1 846
კრასნოდარის მხარე – 4 312 ინფიც. → 760
ჩრდილოეთ ოსეთი* – 3 283 ინფიც. → 4 711
ყაბარდო-ბალყარეთი – 3 272 ინფიც. → 3 768
ინგუშეთი – 2 307 ინფიც. → 4 333
ყარაჩაი-ჩერქეზეთი – 1 505 ინფიც. → 3 233
ჩეჩნეთი – 1 326 ინფიც. → 897
ადიღე – 995 ინფიც. → 2 149

საშუალოდ მსოფლიოში – 880

რუსეთი

გარდაცვლილი – 5 725 → 39,0 ყოველ მილიონზე

მათ შორის:

დაღესტანი – 298 გარდაცვ. → 95,8
ინგუშეთი – 61 გარდაცვ. → 120,0
ჩრდილოეთ ოსეთი* – 58 გარდაცვ. → 83,2
კრასნოდარის მხარე – 42 გარდაცვ. → 7,4
ყაბარდო-ბალყარეთი – 29 გარდაცვ. → 33,4
ჩეჩნეთი – 14 გარდაცვ. → 9,5
ადიღე – 10 გარდაცვ. → 21,6
ყარაჩაი-ჩერქეზეთი – 7 გარდაცვ. → 15,0

საშუალოდ მსოფლიოში – 51,1

*ადგილობრივი მედიის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად