რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 182-ით გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაცია საიტ сторкоронавирус-ზე ქვეყნედება

ახალი კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 840-მდე გაიზარდა.

ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბის მონაცემების თანახმად,  ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 38 კაცი. საიტი გარდაცვალების 2 შემთხვევას ადასტურებს.

საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებიდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია კრასნოდარის მხარეში – 9, ყაბარდო-ბალყარეთში – 4 და ჩეჩნეთში – 1

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად