რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სიხშირიანობით, დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი და ინგუშეთი გამოირჩევიან

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 576 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 287-ით ნაკლები.
 
სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 432277 შემთხვევა.
 
კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 2 946-ის.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 178 კაცი გარდაიცვალა, 4-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
 
სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 5 215 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.
 
რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,21%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 35,5
 
კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა არის 195957, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 45,33%-ია.
 
ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 11 426 045-ს ანუ 77 863-ს ყოველ მილიონ მცხოვრებზე
 
“აიპრესმა” გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ცალკე ამოკრიფა რუსეთის ფედერაციის იმ რეგიონების მონაცემები, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებიან და ამ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობები მოსახლეობის რიცხოვნობის შესაბამისად დაიანგარიშა.
 
გათვლის შედეგების შედარება როგორც რუსეთის, ისე მსოფლიო საშუალო დონეებთან გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში და ინგუშეთში, სადაც მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობები ბევრად მაღალია.
 
რუსეთი
ინფიცირებული – 432 277 → 2946 ყოველ მილიონზე
 
მათ შორის:
დაღესტანი – 5341 ინფიც. → 1717
კრასნოდარის მხარე – 4068 ინფიც. → 717
ჩრდილოეთ ოსეთი* – 3 151 ინფიც. → 4522
ყაბარდო-ბალყარეთი – 3 052 ინფიც. → 3 515
ინგუშეთი – 2 197 ინფიც. → 4 333
ჩეჩნეთი – 1 278 ინფიც. → 864
ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 1 276 ინფიც. → 2741
ადიღე – 904 ინფიც. → 1952
 

საშუალოდ მსოფლიოში – 829

რუსეთი

გარდაცვლილი – 5 215 → 35,5 ყოველ მილიონზე
 
მათ შორის:
დაღესტანი – 287 გარდაცვ. → 92,3
ინგუშეთი – 58 გარდაცვ. → 114,4
ჩრდილოეთ ოსეთი* – 58 გარდაცვ. → 83,2
კრასნოდარის მხარე – 38 გარდაცვ. → 6,7
ყაბარდო-ბალყარეთი – 20 გარდაცვ. → 23,0
ჩეჩნეთი – 14 გარდაცვ. → 9,5
ადიღე – 9 გარდაცვ. → 19,4
ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 5 გარდაცვ. → 10,7
 
საშუალოდ მსოფლიოში – 49,1
 
*ადგილობრივი მედიის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად