რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 346 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 710 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 105 928 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...