რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 785 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 160 137-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 23 508-ით გაიზარდა და 6 312 185-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 5 640 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
იტვირთება...