რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11 571-ით გაიზარდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 257 650 ადამიანს მიაღწია.

ფარდობით პირობებში, ახალი შემთხვევების ზრდა, შტაბის მონაცემებით, 0,27%-ია.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რუსების რიცხვი დღეში 11 277-ით გაიზარდა, სულ 3 823 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელებულთა წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 89,8%-ს შეადგენს.

რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი დღეში 333-ით გაიზარდა, რაც მინიმალური ზრდა იყო გასული წლის 16 ნოემბრის შემდეგ. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყების დღიდან, ქვეყანაში 86 455 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...