რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 535 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10,535-ით გაიზარდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4,278,750-ს მიაღწია.

ფარდობით პირობებში, ახალი შემთხვევების ზრდა 0,25%-ია.

ზრდის ყველაზე მცირე ტემპები დაფიქსირდა ტუვას რესპუბლიკაში (0,03%) და მაგადანის რეგიონში (0,04%).

კერძოდ, დღეში 962 ინფიცირებული ადამიანი გამოვლინდა პეტერბურგში, 691 – მოსკოვის რეგიონში, 388 – ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, 286 – ვორონეჟის რეგიონში, 277 – როსტოვის რეგიონში.

ამჟამად რუსეთში მკურნალობას 337,668 ადამიანი აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...