რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ტემპი მატულობს

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს.

რუსეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 6635 კაცი დაინფიცირდა, 126-ით მეტი, ვიდრე წინა წინა 24 საათში.

სულ, რუსეთში 31 იანვრიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებულია 713 936 კაცი.

რუსეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 174 კაცი გარდაიცვალა.

სულ, რუსეთში, 19 მარტიდან დღემდე კორონავირუსით 11017 კაცი გარდაიცვალა.

ბოლო კვირის განმავლობაში, რუსეთში 46 053 კაცი დაინფიცირდა, რაც 1756-ით ანუ 3,67%-ით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით.

ბოლო კვირის განმავლობაში, რუსეთში 1158 კაცი გარდაიცვალა, 80-ით ანუ 7,42%-ით მეტი, ვიდრე წინა კვირას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად