რუსეთში კორონავირუსით 2 პირი გარდაიცვალა, პუტინმა მომავალი კვირა არასამუშაოდ გამოაცხადა

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” აქვეყნებს

სააგენტოს ცნობით, მოსკოვში კორონავირუსით 2 პირი, 88 და 73 წლის ასაკის, გარდაიცვალა

დღეს რუსეთში, პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ბრძანებულება 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით დღეების არასამუშაოდ გამოცხადების შესახებ. ბრძანებულების თანახმად, მოსამსახურეებს ამ დღეების ხელფასი შეუნარჩუნდებათ.  პუტინმა აგრეთვე განაცხადა, რომ არ შედგება დაგეგმილი კენჭისყრის პროცედურა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ამ დროისთვის რუსეთში  კორონავირუსით ინფიცირების 658 შემთხვევაა დადასტურებული. სრულად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 29. გარდაცვლილია 3 კაცი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად