კორონავირუსის წინააღმდეგ რუსების მასობრივი ვაქცინაცია იწყება ორშაბათს, 18 იანვარს. ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ წამყვან ეპიდემიოლოგებთან და ვირუსოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა .
”2021 წლის 18 იანვრიდან, ორშაბათიდან, ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა მასობრივი ვაქცინაციის დაწყება”, – თქვა გოლიკოვამ. მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის რუსეთში ორი შიდა ვაქცინაა დარეგისტრირებული, მესამე კი უკვე “გზაშია”.