რუსეთში კორონავირუსის 8 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 16 ივნისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში დღეში 8 135 ადამიანით გაიზარდა, ეს მაქსიმალურია 16 ივნისის შემდეგ. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1,159,573 მიაღწია. ამის შესახებ ორშაბათს COVID19-ის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა.

შტაბის მონაცემებით, ორი დღის განმავლობაში ყოველდღიური ზრდა 0.7% -ს შეადგენს.
ყოველდღიური ზრდის ყველაზე მცირე ტემპები დაფიქსირდა ადიღეის რესპუბლიკაში (0%), კრასნოდარის მხარეში (0,2%), ორიოლში, იაროსლავში და კიროვის რეგიონებში, აგრეთვე უდმურტის რესპუბლიკაში (0,3%).

კერძოდ, მოსკოვში დაფიქსირდა ახალი 2217 შემთხვევა, 237 – პეტერბურგში, 212 – მოსკოვის ოლქში, 193 – როსტოვის მხარეში, 165 – ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, 158 – ვორონეჟის რეგიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად