რუსეთში კიდევ ერთი სენატორი არ შეუშვეს

დემოკრატიული პარტიის სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი კრის მერფი რუსეთში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სენატორის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

”მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მკაცრი კრიტიკოსი ვიყავი, მჯერა, რომ დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაძაბულობის დროს”, -აცხადებს კრის მერფი.
სენატორის თქმით, ის მოქმედებდა, როგორც კონგრესის ზედა პალატაში წარდგენილი რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს რუსეთის ქმედებებს გმობს. მისი შეფასებით, მომხდარი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს.

როგორც კრის მერფი აცხადებს, რუსეთში შესვლის აკრძალვაზე უარის თქმის შემდეგ, ”რუსეთის მთავრობა საკუთარი ქვეყნის იზოლირებას კიდევ უფრო ახდენს“.
სენატორმა ინციდენტს „მყიფე ურთიერთობისათვის საშიში მომენტი“ უწოდა. ”სამწუხაროა, რომ რუსეთს დიალოგი არ აინტერესებს”,-განმარტა სენატორმა. კრის მერფს ქვეყანაში ჩასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

27 აგვისტოს, ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რუსეთის ვიზაზე უარი უთხრეს.

იგი მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის ოფიციალურ პირებთან, ამერიკელ ბიზნესმენებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრის ჩატარებას გეგმავდა.

რონ ჯონსონის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუს პარლამენტარებთან პირდაპირი დიალოგი მომავალში ქვეყნებს შორის უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად