რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქვანახშირის შახტაში დაღუპულ მეშახტეთა რაოდენობა 52 კაცამდე გაიზარდა

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, კემეროვოს ოლქში, შახტა „ლისტვიაჟნაიში”, წინასწარი მონაცემებით, ცოცხალი არავინ გადარჩა. დაღუპულია 52 კაცი. დაღუპულთა შორის სამთო მაშველებიც არიან.

შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა  ხუთშაბათ დილით, 25 ნოემბერს.  ხანძრის სავარაუდო მიზეზად სავენტილაციო სისტემით მთელ შახტაში გავრცელებული ქვანახშირის მტვრის აალება  მიიჩნევა. ხანძრის გაჩენის მომენტში მიწისქვეშ 285  მეშახტე იმყოფებოდა. ნაწილმა დამოუკიდებლად მოახერხა ზედაპირზე ამოსვლა, შახტაში ბლოკირებული 40-მდე ადამიანის დახმარებას კი სამთო მაშველები ცდილობდნენ.  შახტაში ხანძარს გადარჩენილი 43 კაცი ჰოსპიტალიზირებულია. მათგან 4 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები
იტვირთება...