რუსეთში კაცმა ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო და მიგრანტები მოატყუა, რომ ფინეთში გადაჰყავდა

რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყალბი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გააკეთა და ოთხ მუშა მიგრანტს მოატყუა, რომ ისინი ფინეთში გადაჰყავდა.

როდესაც მათ სასაზღვრო პოსტს მიაღწიეს, მამაკაცმა ისინი დატოვა ისე, რომ ეგონათ, ევროპაში იყვნენ, როცა სინამდვილეში ვიბორგის ჭაობიან ტყეში იმყოფებოდნენ.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა გააჩერეს, რომლებისაგანც მათ შეიტყვეს, რომ სინამდვილეში ისევ რუსეთში იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაღლითმა მამაკაცმა თითოეულ მიგრანტს 11 000 აშშ დოლარი გამოართვა. ხუთივე პირი 28 ნოემბერს იქნა დაკავებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სადაურია თაღლითი მამაკაცი, ჯერჯერობით არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მძიმე ბრალდებები წაუყენეს. იგი დაკავებულია და ელოდება სასამართლო პროცესს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად