რუსეთში “ისლამური სახელმწიფოს” 8 წევრი მოკლეს

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ინგუშეთში, სუნჟენის რაიონში "ისლამური სახელმწიფოს" 8 ბოევიკი მოკლეს,-ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

სპეცოპერაცია წუხელ განხორციელდა. რუსული მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად არც ერთი სამართალდამცავი არ დაშავებულა.

"უშიშროების სამსახურში არსებული მონაცემებით, ბანდიტები საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახეწლმწიფოს" წევრები იყვნენ. ყველა მათგანი მხილებულია პოლიციელების მკვლელობებში, ტერორისტული აქტების მომზადებაში, ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვაში",-აცხადებენ რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული დაჯგუფებაა. გაერო ერაყში დაჯგუფების ქმედებებს, როგორც იეზიდი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აფასებს. დაჯგუფების წევრები ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ტერორისტული დაჯგუფების განადგურებისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებული ძალებია ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...