რუსეთში ის მედიკოსები, რომლებიც COVID19-ს ებრძოდნენ, ნაადრევად შეძლებენ პენსიაზე გასვლას

რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პენსიაზე ნაადრევად გასვლის შესახებ იმ სამედიცინო მუშაკებისთვის, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ. დოკუმენტი გამოქვეყნებულია შესაბამისს ვებსაიტზე.

დოკუმენტში ნათქვამია, იმ ექიმებისთვის, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს მკურნალობდნენ, სამუშაო პერიოდი ითვლება ამ პაციენტებთან მუშაობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც დგინდება ვადამდელი პენსიის დანიშვნა.

განკარგულების თანახმად, კორონავირუსის მქონე პაციენტის მკურნალობის შემთხვევაში, ერთი სამუშაო დღე ჩაითვლება ორ დღედ არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ იმ სამედიცინო მუშაკებისთვისაც, რომლებიც უზრუნველყოფენ სასწრაფო ან სპეციალიზირებულ დახმარებას პნევმონიის ან ახალი კორონავირუსის შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.

იმის შესახებ, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტის მკურნალობის შემთხვევაში, ერთი სამუშაო დღე ჩაითვლება ორ დღედ, მიშუსტინმა წინა დღეს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დამატებით 325 მილიონი რუბლი იქნება საჭირო პენსიების გადახდისთვის.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 4 000 ექიმს და სხვა სამედიცინო მუშაკს შეეძლებათ ვადამდე გავიდეს პენსიაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად