რუსეთში, ჰიდროთვითმფრინავი ჭაობში ჩამოვარდა, არიან დაღუპულები

რუსეთის სამოქალაქო თავდაცვის საქმეთა, საგანგებო სიტუაციების და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის სამინისტრო ჰიდროთვიმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

რუსეთის სამოქალაქო თავდაცვის საქმეთა, საგანგებო სიტუაციების და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქის სოვეტსკოეს რაიონში, რაიონული ცენტრიდან 85 კმ-ის დაშორებით, ტბა გლიბოკოეს მახლობლად, ჰიდროთვითმფრინავმა განიცადა მარცხი და იგი ჭაობში ჩავარდა.

წინასწარი მონაცემებით, ბორტზე პილოტთან ერთად ჰიდროთვიმფრინავის მფლობელი ბიზნესმენი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. დაღუპულია ორი ადამიანი. თვითმხილველთა თქმით, ჰიდროთვითმფრინავი ორჯერ დაეშვა დასაჯდომად, მესამე დაშვების დროს კი ჩამოვარდა.

კატასტროფის ადგილზე გაგზავნილია სამაშველო სამსახიურის 20 თანამშრომელი და 6 ერთეული სამაშველო ტექნიკა,მათ შორის, სახანძრო მცურავი ჭაობმავალი.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს კემეროვოს ოლქში L410-ის კატასტროფის დროს ბორტზე მყოფი 17 სპორტსმენი-პარაშუტისტი და 2 პილოტიდან დაიღუპა 9 კაცი, ხოლო 1 ივლისიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში მოხდა 8 ავიაკასტროფის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია:

○ 31 ივლისს სახალინში გამანადგურებელი სუ-35 ჩამოვარდა

○ 14 აგვისტოს თურქეთში თვითმფრინავი ამფიბია „ბერიევ-200″ ჩამოვარდა

○ 17 აგვისტოს მოსკოვის ოლქში მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-112V ჩამოვარდა

○ 18 აგვისტოს ასტრახანის ოლქში კატასტროფა განიცადა გამანადგურებელმა მიგ 29-მ

○ 23 აგვისტოს ისევ ასტრახანის ოლქში, ისევ იგივე მოდელის თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა

○ 27 აგვისტოს პერმის ოლქში საფრონტო ბომბდამშენი სუ-24 ჩამოვარდა

ამ 6 ავარიის დროს დაიღუპა 9 მფრინავი, მათ შორის 2 რუსეთი გმირი

○ 12 სექტემბერს ირკუტსკის მახლობლად, დანიშნულების პუნქტამდე 4 კმ-ში, ტაიგაში, სამგზავრო თვითმფრინავი L-410 ჩამოვარდა და 4 კაცი დაიღუპა

○ 13 სექტემბერს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც, გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა. იგი დაიღუპა

კომენტარები
იტვირთება...