რუსეთში, გაზის აფეთქების შედეგად, მთელი სადარბაზო ჩამოინგრა (ვიდეო)

დღეს, დილით, რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შედეგად, მრავალსადარბაზოიანი ათსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს ბინები მთლიანად ჩამოინგრა.

აფეთქების შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ხუთი დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან ორის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 60-ზე მეტი ადამიანის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. ამასთან, მათი გადარჩენის შანსი ყოველი საათის გასვლის შემდეგ უფრო და უფრო მცირე რჩება. ტემპერატურა მაგნიტოკორსკში დღისით -17 გრადუსი იყო, ღამით კი -24 გრადუსია მოსალოდნელი.

მაშველების განცხადებით, არის რისკი კიდევ ორი სადარბაზოს ჩამონგრევის, მცხოვრებთა ნაწილი კი არ ემორჩილება ხელისუფალთა მოწოდებას და ბრუნდება ბინებში.

რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, მოსკოვის დროით 16 საათისთვის მაგნიტოგორსკში ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად