რუსეთში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 5 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ, გასული 24 საათის განმავლობაში 5,427 ადამიანი შეადგინა, ხოლო მთლიანობაში ქვეყანაში დაინფიცირებულია 850,870 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ მაჩვენებლის ყოველდღიური ზრდა 12 დღის განმავლობაში არ აღემატებოდა 0.7%-ს.

რუსეთში განკურნებული პაციენტების რაოდენობა, გასული დღის განმავლობაში გაიზარდა 3,649-ით და ჯამში 650,173 ადამიანი შეადგინა.

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 76%-ს აღემატება.

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-ით გაიზარდა. ერთი დღით ადრე კი, იგივე მაჩვენებელი 95 იყო.

დაღუპულთა საერთო რაოდენობა, რუსეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1.66%-ს შეადგენს, სულ გარდაცვლილია 14,128 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად