რუსეთში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 5 118 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობა, გასული 24 საათის განმავლობაში 5,118-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 892,654 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

შტაბის ცნობით, მეცხრე დღისთვის ყოველდღიური ზრდა არ აღემატება 0.6%-ს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყების დღიდან 20 მილიონს გადააჭარბა. ორშაბათის დილით მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 20,023,016 ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობამ კი 733 ათასს გადააჭარბა. სულ განკურნებულია 12,897,813 ადამიანი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ინფიცირებულია შეერთებულ შტატები (5,044,435), მას მოსდევს ბრაზილია (3,035,422) და ინდოეთი (2,153,010). ხუთეულში ასევე შედიან რუსეთი (885,718) და სამხრეთ აფრიკა (559,859).

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონით გაიზარდა სამ დღეში. 7 აგვისტოს დილით ინფიცირებულტა რაოდენობამ გადალახა 19 მილიონიანი ნიშნული. ერთი კვირით ადრე, 2 აგვისტოს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა დაახლოებით 18 მილიონი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად