რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 734-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 18 ნოემბრის შემდეგ.
ფარდობითობის მიხედვით, ზრდამ 0.6% შეადგინა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში 3,612,800 ადამიანი დაინფიცირდა.
კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, 586-ით გაიზარდა. სულ 66 623 პაციენტი გარდაიცვალა ინფექციით.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რუსების რაოდენობა კი, გასული 24 საათის განმავლობაში, 23 262-ით გაიზარდა, სულ 3 002 026 ადამიანია გამოჯანმრთელებული.