რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12,828-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 9 ოქტომბრის შემდეგ. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4,112,151 მიაღწია.
ფარდობითობის პირობებში, ახალი შემთხვევების ზრდა 0,31%-ია.
ზრდის ყველაზე დაბალი ტემპები დაფიქსირდა ტივას რესპუბლიკაში (0,03%), მაგადანის ოლქში (0,06%), ალტაის რესპუბლიკაში და ებრაულ ავტონომიურ ოლქში (0,09%).
კერძოდ, პეტერბურგში დაფიქსირდა 1,103 შემთხვევა, 419 – ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, 356 – ვორონეჟის რეგიონში, 326 – როსტოვის მხარეში, 294 – სამარის რეგიონში, 255 – ჩელიაბინსკის რეგიონში.
ამჟამად, რუსეთში 388 123 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.