რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 7 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში 7,212-ით გაიზარდა და 1,136,048 შეადგინა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბი ავრცელებს. ეს არის მაქსიმალური ზრდა 23 ივნისის შემდეგ.

ყოველდღიური ზრდის ყველაზე დაბალი ტემპები დაფიქსირდა ნენეცის ავტონომიურ ოლქში (0%), ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, მოსკოვის, სმოლენსკის, ტულას რეგიონებში, ჩუვაშის რესპუბლიკაში (0,3%), ტივას რესპუბლიკაში, ირკუტსკისა და ვლადიმირის რეგიონებში, ბაშკირეთისა და თათრეთის რესპუბლიკებში (0, 4%).

ახალი 224 შემთხვევა გამოვლინდა პეტერბურგში, 208 მოსკოვის რეგიონში, 187 როსტოვის მხარეში, 168 ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, 164 ვორონეჟის რეგიონში.

განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა, რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 4,317-ით გაიზარდა, საერთო ჯამში 934,146 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. შტაბის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა წილმა გადააჭარბა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 82,3%-ს.

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში 108-ით გაიზარდა, საერთო ჯამში კი 20 056 ადამიანი გარდაიცვალა. შტაბის მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რუსეთში ინფიცირებულთა 1.77% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად