რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით ინფიცირების 22 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 22,778-ით გაიზარდა, ეს პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ახალი მაქსიმუმია. საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსით 1,948,603 ადამიანი დაინფიცირდა.

ფარდობითი თვალსაზრისით, შტაბის მონაცემებით, ხუთი დღის განმავლობაში ზრდა არ აღემატება 1,2%-ს.

ზრდის ყველაზე დაბალი ტემპები დაფიქსირდა დაღესტნის რესპუბლიკაში (0,6%), მარი ელში, კალმიკიაში, თათრეთში და ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში (0,7%).

გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, რომლებსაც ადრე კორონავირუსი ჰქონდათ დიაგნოზირებული, 13 864-ით გაიზარდა, სულ 1 453 849 პაციენტი უკვე გაწერილია. შტაბის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა წილი დაეცა დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 74.6%-მდე.

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი 303-ით გაიზარდა. სულ 33 489 ადამიანი გარდაიცვალა ინფექციით. შტაბის მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების პირობითი სიკვდილიანობა (საბოლოო დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიის დასრულების შემდეგ) 1,72% იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად