რუსეთში, გასულ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 27 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 27 403 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადეს საოპერაციო შტაბში.

ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობამ 2.402 მილიონს მიაღწია.

გასული 24 საათის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობის მიხედვით, მოსკოვი ლიდერობს – იქ გამოვლენილია 6 868 ინფიცირებული. მეორე ადგილზეა პეტერბურგი (3 694) და მოსკოვის ოლქი (1 223).

დედაქალაქის რეგიონის გარეთ, ლოკაციების ჩამონათვალი, რომელთა შემთხვევები ყველაზე მაღალია, ასე გამოიყურება:

ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონი (496);
კარელია (470);
არხანგელსკის რეგიონი (397);
სვერდლოვსკის მხარე (390);
ვოლოგდას რეგიონი (372).

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით. მას უსწრებენ შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია.

რუსეთში მასობრივი ვაქცინაცია მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ექიმები და პედაგოგები პირველები მიიღებენ პრეპარატს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად