კონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში 26 683-ით გაიზარდა და 2 269 316 შეადგინა, ამის შესახებ რუსეთის ინფექციასთან ბრძოლის ფედერალურმა ოპერაციულმა შტაბმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გაწერილ პაციენტთა რიცხვი რუსეთში, რომლებსაც ადრე კორონავირუსი ჰქონდათ დიაგნოზირებული, გასული დღის განმავლობაში 21 987-ით გაიზარდა. სულ 1 761 457 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შტაბის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა წილი დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 77,6%-ს შეადგენს.
კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები რუსეთში დღეში 459-ით გაიზარდა. ჯამში 39 527 ადამიანი გარდაიცვალა ინფექციით.