რუსეთში, გასულ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 315-ით გაიზარდა. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 425 269 ადამიანს მიაღწია.
ზრდის ყველაზე დაბალი ტემპები დაფიქსირდა ტივას რესპუბლიკაში (0,2%), მაგადანის რეგიონში, კოსტრომის რეგიონში (0,3%), იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში, ნენეცის ავტონომიურ ოლქში, კემეროვოს რეგიონში (0,4%).
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 3 004 იყო პეტერბურგში, 1,315 – მოსკოვის რეგიონში, 474 – ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, 392 – ვორონეჟის რეგიონში, 390 – როსტოვის რეგიონში.
ამჟამად რუსეთში 562 321 ადამიანია დაავადებული.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კი, გასული 24საათის განმავლობაში, 436-ით გაიზარდა. სულ 62 273 პაციენტი გარდაიცვალა ინფექციით.