რუსეთში, გასულ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 12 742 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 742-ით გაიზარდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4,164,726-ს მიაღწია.

ფარდობითობის თვალსაზრისით, შემთხვევათა რაოდენობამ 0.3% შეადგინა.

ამჟამად რუსეთში 367 988 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა 417-ით გაიზარდა. სულ ინფექციის შედეგად 83 293 პაციენტი გარდაიცვალა.

შტაბის მონაცემებიდან გამომდინარე, სიკვდილიანობამ 2% შეადგინა.

კორონავირუსით გამოჯანმრთელებული რუსების რაოდენობა კი, გასული 24 საათის განმავლობაში 16,012-ით გაიზარდა და 3 713 445 შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...