რუსეთში, გასულ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 11 359 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 359-ით გაიზარდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 246 079-ს მიაღწია.

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 391-ით გაიზარდა და 3 811 797 შეადგინა. ამჟამად რუსეთში 348 160 ადამიანი მკურნალობს.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კი, გასულ 24 საათში, 379-ით გაიზარდა. სულ 86,122 პაციენტი გარდაიცვალა ინფექციით.

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მოსკოვში დღეში 1,737-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, დედაქალაქში პანდემიის დაწყებიდან 978,476 ადამიანი დაინფიცირდა. დღის განმავლობაში 48 პაციენტი გარდაიცვალა, საერთო ჯამში დედაქალაქში 1 555 გარდაცვალება დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...